დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ერთადერთ ქალიშვილს, ჰარპერს 14 წელი შეუსრულდა. მშობლებმა „ინსტაგრამზე“ უსაყვარლესი და საოცრად ემოციური საარქივო კადრები გააზიარეს.
ჰარპერი დღითიდღე მშვენდება – ბექჰემების უახლესი გამოჩენა
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სამყაროვ!! შენ ხარ ჩემი ყველაფერი და მე საშინლად ვამაყობ იმით, როგორი ძლიერი, თავდაჯერებული, კეთილი და ნიჭიერი ახალგაზრდა გოგონა ხდები. შენ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი და ბედნიერი ვარ, რომ შენი დედა ვარ. ჩვენ ძალიან, ძალიან გვიყვარხარ, გაერთე შენს განსაკუთრებულ დღეს!!“, – წერს ვიქტორია.
„მამიკო ყოველთვის შენი საცეკვაო პარტნიორი იქნება, მაგრამ სტეპის ცეკვის უნარები დედიკომ გადმოგცა. გილოცავ დაბადების დღეს, ლამაზო გოგონაv“, – წერს დევიდი.
„მამის ასლია… საოცრად დამშვენდა“ – ვიქტორია და ჰარპერ ბექჰემების უახლესი გამოჩენა
რაც შეეხება ბრუკლინს, მან „ინსტაგრამ სთორიში“ დასთან ერთად გადაღებული თბილი ფოტო გააზიარა, რომელშიც ჰარპერთან და ნიკოლასთან ერთად პოზირებს.
„გილოცავ დაბადების დღეს, ჰარპერ, გვიყვარხარ“, – დააწერა ფოტოზე ბრუკლინმა. ნიკოლა პელტცმა კი იგივე ფოტო საკუთარ „სთორიზე“, უცვლელად გააზიარა.
