LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ერთმანეთზე ზედმეტად შეყვარებულები“ – კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს დებიუტი წითელ ხალიჩაზე

106
page

Met Gala-ზე კაილი ჯენერის მარტო, ტიმოთი შალამეს გარეშე გამოჩენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა წყვილის გულშემატკივრები გვინდა დავამშვიდოთ, ისინი კვლავ ერთად არიან და თავს საოცრად ბედნიერად გრძნობენ.

რამდენიმე საათის წინ კაილი და ტიმოთი წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად გამოჩნდნენ. წყვილის დებიუტი რომში, „დავიდ დი დონატელოს“ 70-ე დაჯილდოებაზე შედგა.

შეყვარებულები როგორც ყოველთვის ხელჩაკიდებულები დადიოდნენ და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.

ამ დღეს 27 წლის კაილი „სკიაპარელის“ შავ, სხეულზე მომდგარ კაბაში იყო გამოწყობილი. 30 წლის ტიმოთეს კი შავი კოსტიუმი ეცვა, მის „ლუქს“ კი დიდი ბროში ასრულებდა.

„ერთმანეთზე ზედმეტად შეყვარებულები“, – სწორედ ასე აფასებენ მედიაში წყვილის უახლეს გამოჩენას.

„დაახრჩო სიყვარულისგან“ – კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს უახლესი ფოტოები

„მას ჩემთვის რჩევა არ უკითხავს“ – ტიმოთი შალამეს დედა სარძლოზე პირველად ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები