ბექჰემების სარძლომ, ბრაზილიელმა ჯეკი აპოსტელმა და კრუზ ბექჰემმა უქმეები მაიამიში, იახტაზე გაატარეს. პაპარაცებმა წყვილი მზეზე ნებივრობის დროს გადაიღეს.
ყოველივე ამას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 29 წლის ჯეკისა და 19 წლის კრუზის სასიყვარულო კავშირით უკმაყოფილოა ვიქტორია ბექჰემი, ამის მიზეზი წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობაა.
„ვიქტორია უკმაყოფილოა შვილის არჩევანით, ამის მიზეზი მათი ასაკობრივი სხვაობაა, ჯეკი კრუზზე 11 წლის უფროსია. ბოლო რამდენიმე კვირაა ვიქტორია გამუდმებით უხასიათოდაა, ამის მიზეზი კი სწორედ ჯეკია. ის და დევიდი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათი ვაჟის დროებითი გატაცებაა და ისინი მალე დაშორდებიან ერთმანეთს“, – ჰყვება ინსაიდერი.
„ვიქტორიას რისხვა გარდაუვალია, მზად ხართ ახალი ომისთვის?“ – გაიცანით ბექჰემების ახალი სარძლო