ვიქტორია და დევიდ ბექჰემები პარიზში, შვილებთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინ ბექჰემმა მათ სკანდალური ბრალდებები წაუყენა.
წყვილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო La Réserve Paris-დან ხელჩაკიდებული გამოვიდა, სადაც მათ თან ახლდნენ შვილები, რომეო, კრუზი და ჰარპერი. ბიჭები შეყვარებულებთან ერთად იყვნენ წარმოდგენილნი.
ოჯახი პარიზში Haute Couture Fashion Week-ის ფარგლებში იმყოფება, თუმცა, ვიზიტის მთავარი მიზეზი ვიქტორია ბექჰემის განსაკუთრებული აღიარებაა.
მოდის დიზაინერი და Spice Girl-ის ყოფილი წევრი საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ „ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენით“ დაჯილდოვდა. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ქვეყანაში. აღნიშნული ორდენი ენიჭებათ იმ პირებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში.
დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ვიქტორიამ მეუღლეს მადლობა გადაუხადა:
„ეს გრძელი გზა იყო და უსაზღვროდ მადლიერი ვარ დევიდის, ჩემი მეუღლის და ჩემი პირველი ინვესტორის იმისთვის, რომ მან დაინახა ჩემი ხედვა და მონდომება“.
შვილისგან უარყოფილი დედა – სკანდალური ბრალდებების შემდეგ ვიქტორია ბექჰემი პირველად გამოჩნდა