LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ჯეი ლომ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უფროსი ქალიშვილი დასასვენებლად წაიყვანა

658
page

ბოლო ერთი კვირაა, ბენ აფლეკთან განშორების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ჯეი ლო ჰემპტონსში ისვენებს. ამჯერად 54 წლის არტისტი ბენისა და ჯენიფერ გარნერის უფროს ქალიშვილთან, ვაიოლეტთან ერთად გადაიღეს. ის გერთან ერთად სეირნობდა და „სელფებსაც“ იღებდა. ფოტოებში არ ჩანან ჯეი ლოს ტყუპები, ამიტომ მედიის ვარაუდით, ლოპესი დასვენების დღეებს მხოლოდ ვაიოლეტთან ერთად ატარებს.

ცნობისთვის, გასულ კვირას გამოცემა In Touch Weekly-ს ინსაიდერმა ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს ცნობით, ჯეი ლო მოხარულია, რომ საზოგადოება ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რასაც წარმოადგენს ბენი, ის ახლა მხოლოდ ქონების გაყოფასა და შურისძიებაზე ფიქრობს. ინ­სა­ი­დე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­პე­სი აფ­ლეკს სა­ერ­თო ქო­ნე­ბი­დან ნა­ხე­ვარს მოს­თხოვს. 

„აი აქ დასრულდა ყველაფერი“ – მედიაში „ბენიფერის“ ჩხუბის ვიდეო ვრცელდება

„ქორწილისა და სახლის თანხის უდიდესი ნაწილი ჯეი ლომ გადაიხადა, ის ბენ აფლეკზე სასტიკი შურისძიებისთვის ემზადება“ – „ბენიფერის“ ზღაპარი დასრულდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები