LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „მიზეზი გაცილებით ბანალური და მარტივია, ვიდრე გგონიათ“ – ბენ აფლეკი ჯეი ლოსთან განქორწინების შესახებ პირველად ალაპარაკდა – 52 წლის მსახიობი GQ-ს გარეკანზე

375
page

ბენ აფლეკმა გამოცემა GQ-ს ინტერვიუ მისცა და საოცრად შთამბეჭდავ და სახასიათო ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. 52 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა და რეჟისორმა აქცენტი ვინტაჟურ „ლუქებზე“ შეაჩერა.

რაც შეეხება ინტერვიუს, მოგეხსენებათ, ბენს პირად ცხოვრებაზე ბევრი საუბარი არ უყვარს, თუმცა, რეპორტიორმა მაინც მოახერხა უტყვი რესპონდენტის ალაპარაკება.

„ჯენიფერთან განქორწინება ყველასთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო. ბევრს სურს, რაიმე ინტრიგა იპოვოს, თუმცა გეტყვით, რომ მიზეზი გაცილებით ბანალური და მარტივია, ვიდრე გგონიათ. ზოგჯერ ურთიერთობებში ადამიანებს ერთსა და იმავე საკითხებზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, არ მინდა ამაზე საუბარი და ამის გაზიარება, ეს ზედმეტად უხერხულია. ყველაფერმა ყოველგვარი სკანდალის და დრამის გარეშე ჩაიარა“, – განაცხადა ბენმა.

მსახიობს არ დაუშურებია თბილი სიტყვები ექს-მეუღლის, ჯენიფერ გარნერის მიმართ.

„მე ძალიან გამიმართლა, ფანტასტიკური პარტნიორი მყავს ჯენიფერ გარნერის სახით, ჩემი შვილების დედა… ის გასაოცარია, ჩვენ გადასარევად ვეწყობით ერთმანეთს“, – დაამატა აფლეკმა.

ფოტო/ვიდეო: ჯეი ლოსგან განთავისუფლებული ბენ აფლეკი გააქტიურდა – მსახიობი Deadline-ის ფოტოსესიაში

ცნობისთვის, ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა 20 წლიანი განშორების შემდეგ ურთიერთობა 2021 წელს განაახლეს, გასულ წელს კი ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ოფიციალურად მათი განქორწინების პროცესი სამი თვის წინ დასრულდა.

რაც შეეხება აფლეკისა და გარნერის ურთიერთობას, ისინი 2005 წლიდან 2018 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები, მათ სამი შვილი ჰყავთ.

„სანაგვეზე მოსროლილი” ანა დე არმასი, გულგატეხილი ბენ აფლეკი – ახალი „ჰოლივუდური ოთხკუთხედი“

ბენი და ჯენიფერები – ახალი დეტალები „ბერმუდის სამკუთხედის“ შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები