მესამე შვილის გაჩენდან რამდენიმე თვეში, რიანამ თავისი ბრენდის, Savage X Fenty-ის, ვალენტინობის დღის ახალი კოლექცია წარადგინა. კამპანიის მთავარ სახედ თავად რიანა მოგვევლინა, რომელმაც აფროდიტეს როლი მოირგო.
აღსანიშნავია, რომ სარეკლამო კამპანიისთვის მან ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, მოდელი, ვივიან უილსონი შეარჩია, რითაც მას ოფიციალურად გამოუცხადა მხარდაჭერა.
21 წლის ვივიენი, რომელიც დამწყებ მოდელად ითვლება და ილონ მასკთან დაძაბული ურთიერთობით არის ცნობილი, ფოტოსესიაში მაქმანებიან თეთრეულში გამოჩნდა.
ცნობისთვის, Love So Savage-ის სახელით წარმოდგენილი კოლექცია მოიცავს ყვავილის პრინტიან ხალათებსა და მაქმანიანი თეთრეულის ხაზს. კოლექციის ფასები გამოწერის მქონე მომხმარებლებისთვის 22.95 დოლარიდან 94.95 დოლარამდე მერყეობს.
A$AP Rocky-ის მომავალი ბავშვის სქესი წამოსცდა – ორსული რიანას უახლესი ფოტოები
