LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულ ქალაქში მერცხლების უფლებების დაცვას დაიწყებენ

123
ფრანგულ ქალაქში მერცხლების უფლებების დაცვას დაიწყებენ

საფრანგეთის ქალაქ ოშში მერცხლების გადასარჩენად იბრძოლებენ. ამისათვის დასახლებაში ხელოვნურ ბუდეებს დადგამენ და ჩიტების ინტერესებს გაითვალისწინებენ ყველგან, სადაც კი ახალი შენობები აშენდება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საფრანგეთში მერცხლების რაოდენობა 40%-ით შემცირდა. კლიმატის გლობალური ცვლილების თუ ქალაქების განაშენიანების გამო სახეობა საერთოდ გაქრობის პირას აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, მერცხლისთვის ზიანის მიყენება საფრანგეთში 3 წლამდე პატიმრობით და 150 ათას ევროიანი ჯარიმით ისჯება.

ამჟამად ოშში მერცხლების 96 კოლონა ცხოვრობს. იმისათვის, რომ მათი რაოდენობა არ შემცირდეს, ქალაქში ათობით ხელოვნურ ბუდეს დადგამენ.

გარდა ამისა, ამუშავდება აპლიკაცია, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ადგილი სადაც კი მერცხლები ბინადრობენ. თუკი ამ ადგილებში მშენებლობა დაიგეგმება, სპეციალისტები რისკებს შეაფასებენ და მშენებლებს მისცემენ მითითებებს რათა მერცხლების უფლებები მაქსიმალურად დაიცვან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები