LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა… აკომპანემენტს მიწევენ კუბელი მუსიკოსები… არაქართველის დაკრული ქართული მუსიკა ძალიან სხვანაირი მოსასმენია“ – თამთა ცხვიტავა და პაატა დეისაძე სტუმრად არ დაიდარდოში

128
თამთა ცხვიტავა და ლევან დეისაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ თამთა ცხვიტავა და პაატა დეისაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „ლურჯი იები“ და „ყვავილებში დამეკარგე“ პრემიერა შედგა.

ვისაუბროთ თქვენს მუსიკალურ ალბომზე.

ალბომი ყველა სტრიმინგ-პლატფორმაზე დევს. მასში 12 სიმღერა შედის, მათ შორის, 5 ქართული, 6 ფრანგული და 1 ინგლისური. ალბომს „Blue violet“, „ლურჯი იები“ ჰქვია. ის 2023 წელს ჩაიწერა. ალბომს ჰყავს გერმანელი პროდიუსერი, რომელიც ძალიან ხშირად თანამშრომლობს ქართველ მუსიკოსებთან. ამ ალბომში არის შეკრებილი ყველა ის პოპულარული სიმღერა ჩემი შესრულებით, რომელიც ნანახი გაქვთ ტელევიზიებში, გადაცემებში, მოსმენილი გაქვთ ჩემს ლაივებზე. სამწუხაროდ, აქამდე კარგი ჩანაწერი არ მქონდა და სტრიმინგ-პლატფორმაზე არსად იდო ჩემი ხმა. ამ ალბომის წყალობით, ჩემი ხმა და ჩემი შესრულება ახლა ყველგან არის, ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე.

რაც მთავარია, აკომპანემენტს მიწევენ კუბელი მუსიკოსები, რომელთაც არ ვიცნობ და ლაივში ნანახი არ მყავს. გერმანელი პროდიუსერი, მემო ძალიან ბევრ მუსიკოსთან თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანაში და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა, თამთას ხმა, ვოკალი და ლათინო-ამერიკული ჯაზ ტრიოს აკომპანემენტი. თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ ძალიან კარგი გამოვიდა. არაქართველის დაკრული ქართული მუსიკა ძალიან სხვანაირი მოსასმენია და ძალიან სხვანაირი ჟღერადობა აქვს. ძალიან უხდება ერთმანეთს ჩემი ტემბრი და ლათინო მუსიკოსების აკომპანემენტი. არაჩვეულებრივად დამიკრეს ფრანგული სიმღერებიც. ძალიან აკადემიური, პროფესიონალი და სუპერ მუსიკოსები არიან სამივე. მასტერინგი გაკეთდა ძალიან კარგ სტუდიაში, მექსიკაში. მოკლედ, მსოფლიო სტანდარტებით მაქვს ალბომი.  

თავიდან ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ ყველაფერს, ასე დისტანციურად რა უნდა გამოვიდეს-მეთქი, მაგრამ პირველი რამდენიმე სიმღერა რომ გამომიგზავნეს, აღფრთოვანებული ვიყავი.

მოგვიყევით სიმღერებზე „ლურჯი იები“ და „ყვავილებში დამეკარგე“, რომელთა რადიო პრემიერაც დღეს შედგება.

სიმღერები ამავე ალბომიდან არის. თამთა ცხვიტავა კუბელი მუსიკოსების თანხლებით…

თამთა ცხვიტავა – ლურჯი იები

თამთა ცხვიტავა – ყვავილებში დამეკარგე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები