LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაკვეთილი, რომელიც საქართველომ უნდა გვასწავლოს – ალექსანდრა ჰოლ ჰოლი რუსულ აგრესიაზე

100

კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს სენატორმა ემი ქლობუჩარმა და კონფერენციაში მონაწილე დიპლომატებმა.

„თქვენ ყველამ იცით, როგორ დაეხმარნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები სეპარატისტ მეამბოხეებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ეს ისევ გრძელდება. როდესაც ჩვენ ვიყავით სამხრეთ ოსეთში, სენატორებთან მაკკეინთან და გრემთანერთად, მოვინახულეთ ფერმერი, რომელსაც შუა ნაკვეთში მავთულხლართი ჰქონდა გავლებული, რაც არის იმის შეხსენება, რომ ეს ამ დრომდე გრძელდება,“- განაცხადა სენატორმა ემი ქლობუჩარიმ.

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის  ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა.

„პრეზიდენტმა ახსენა საქართველოს მოქალაქის სიკვდილი, რომელიც გაიტაცეს და გაურკვეველ გარემოებებში დაიღუპა სამხრეთ ოსეთში. ჩვენ, ბრიტანეთში, აღშფოთებული ვართ, გასულ კვირას, მშვიდობიან ქალაქში რუსეთის აგენტზე და მის შვილზე შემზარავი თავდასხმის გამო. ნათელი უნდა იყოს, რომ რაც საქართველოში ხდება, იმის მსგავსია რაც ახლა ჩვენს თავს ხდება. საქართველო ფიზიკურად განიცდის ამ თავდასხმებს: მავთულხლართები, სიკვდილი, გატაცება, ომი, მთელი 25 წლის განმავლობაში და მაინც ინარჩუნებს ის პროდასავლურ კურსს. ეს არის გაკვეთილია, რომელიც საქართველომ უნდა გვასწავლოს“- აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი.

ამერიკელი სპეციალისტები რეკომენდაციას აძლევენ ადმინისტრაციას და კონგრესს, შეიმუშაოს ყოვლისმომცველი სტრატეგია რუსეთის შესაჩერებლად და ამ სტრატეგიაში საქართველოს დაცვაც არის გათვალისწინებული.

საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საათში სიტყვით ჰერითიჯის ფონდში გამოვა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ უფრო დაწვრილებით ისაუბრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g