LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამიღიმა და მითხრა, სახლში დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედასო…“ – რა ამბავს გვიზიარებს ტაქსიდან არუნ ხათრი

265
b97b3fb0-7785-4bef-9f9f-cd7cacad8374

ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი აქვეყნებს ამბავს, რომელიც ტაქსის მძღოლსა და მის მოხუც დედას უკავშირდება:

„მე „რუსთავი 2“-დან მოვდიოდი. შევამჩნიე, რომ მძღოლს ტელეფონზე ცოცხალი კამერა ჰქონდა ჩართული. ვკითხე, რა იყო ეს, მან გამიღიმა და მითხრა, სახლში დავაყენე კამერა, რომ მთელი დღე ვხედავდე ჩემს მოხუც დედასო. ასე ვიცი, რომ კარგად არის. არც ფუფუნება, არც დიდი სიტყვები, უბრალოდ, სუფთა სიყვარული. ეს არის ის, რასაც დედა ნამდვილად იმსახურებს შვილებისგან – არა ფული, არა საჩუქრები, უბრალოდ ზრუნვა, უბრალოდ ყოფნა, უბრალოდ პატივისცემა. თუ შენი მშობლები ცოცხლები არიან, შენ უკვე მდიდარი ხარ, მოუფრთხილდი შენს მშობლებს, დრო არ იცდის, სიყვარული არ უნდა გადაიდოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g