LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოქვეყნდა Ferrari-ს იმ მოდელები სია, რომელსაც შესაძლოა მუხრუჭმა უმტყუნოს

46
Capture

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების მართვის ნაციონალურმა სააგენტომ Ferrari-ს სუპერქარების უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა. შესამოწმებლად და შესაკეთებლად სერვის ცენტრებში 23 555 სუპერქარს გაგზავნიან.

სპეციალისტები შიშობენ, რომ სამუხრუჭე სითხის გაჟონვის გამო შესაძლოა სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდეს და სერიოზული ავარია გამოიწვიოს. გამოწვევის კამპანია საკმაოდ მასშტაბურია და 17 წლის Ferrari 430-დან დაწყებული 2022 წლის მოდელებით დასრულებული ყველას ეხება.

სუპერქარების მფლობელებს სერვის ცენტრებში 24 სექტემბრიდან მიიწვევენ. შეამოწმებენ ავტომობილს და საჭიროების შემთხვევაში შეაკეთებენ. ისევე როგორც სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, სარემონტო სამუშაოების ღირებულებას მწარმოებელი სრულად თავის თავზე აიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები