მეუღლესთან გარდაუვალი განქორწინების ფონზე, ჯეი ლომ უქმეები 16 წლის ქალიშვილთან, ემმასთან, ბევერლი-ჰილსზე გაატარა. დედა-შვილმა ბევრი ისეირნა და ერთად ივახშმა. ამ დღეს 55 წლის არტისტს ჯინსის სამოსი ეცვა.
აღსანიშნავია, რომ ჯენიფერმა ქორწინების ბეჭედი კვლავ გაიკეთა, არადა რამდენიმე დღის წინ ის საზოგადოების წინაშე მის გარეშე გამოჩნდა.
რაც შეეხება ინსაიდერებს, წყარო იუწყება, რომ „ბენიფერის“ განქორწინების საბუთები სრულ მზადყოფნაშია, მხოლოდ წყვილის ხელმოწერაა საჭირო.
ფოტო/ვიდეო: ბენ აფლეკი პაპარაცებს აუშარდა