მამაკაცი შშმ პირზე სექსუალურად ძალადობდა – შემთხვევის შესახებ საზოგადოებამ სამი დღის წინ შეიტყო.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 60 წლამდე მამაკაცი 30 წლამდე ქალზე სექსუალური ხასიათის გარყვნილ ქმედებას სისტემატურად ახორციელებდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138 მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულს 15-იდან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.