პარლამენტის შენობაში დეპუტატები სტვენისა და შეძახილების ფონზე შედიან.
“მონებო, მონებო, გავრილოვის მონებო!”-ამ შეძახილებით მიმართავენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები პარლამენტის წევრებს.
აქციის მონაწილეები შენობის პიკეტირებას ახდენენ. სამართალდამცველებს ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაყავთ.
პარლამენტთან პერიოდულად არის მცირე შეხლა-შემოხლა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შექმნა და არჩევნები გააყალბა.
პიკეტირებისას პარლამენტის შენობასთან ერთი პირი დააკავეს