LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილები გაქრება

32

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2030 წლისთვის ქვეყანაში საწვავზე მომუშავე მანქანები მთიანად ელექტრომობილებით ჩანაცვლდება.

ანალოგიური გეგმის განხორციელებას დიდი ხანია ევროპის მოწინავე ქვეყნებიც შეუდგნენ. როგორებიცაა: ნორვეგია და ნიდერლანდები. აღნიშნულ მიმართებებს ეხმაურებიან ავტომწარმოებლები. უდავოა ამ რანგში, ელექტროქარების წარმოების მხრივ, Tesla Motors-ის აქტიურობა. ისინი მანამდეც ანვითარებდნენ ელექტროქარების წარმოებას, თუმცა, ამჯერად მათი პოლიტიკა გაცილებით უფრო აქტიური გახდება. მათივე ინფორმაციით, Tesla Motors Inc. ფოკუსირდება გაცილებით მეტ ელექტროქარზე ან ჰიბრიდულ წარმოებაზე, ვიდრე აქამდე.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სიხშირის გამონაბოლქვის შემთხვევაში, რაც ამჟამადაა დაფიქსირებული, გერმანიის ეკოლოგიური კრიზისი გაუარესდება, თუ ქვეყანა აღნიშნულ ღონისძიებებს არ გაატარებს. კერძოდ, ჰაერის 80-95%-ით დაბინძურება ფაქტიურად შეუძლებელს გახდის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, აქტიურად შემუშავებული გამწვანების გეგმის ეფექტურობას. შესაბამისად, მთავრობამ, შეიმუშავა გეგმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ანგელა მერკელი, შიდაწარმოების ავტოკომპანიებს მისცენ გარკვეული ბიძგი და სტიმული ელექტროქარების წარმოების უფრო დასახვეწად.

მთავრობა აპირებს სერიოზული ინვესტიციების ჩადებას აღნიშნულ სექტორში რათა ამბიციური სურვილი – 8%-ით შეამცირონ გამონაბოლქვის არსებობა 2030 წლისთვის იქნეს მიღწეული.

მათი გათვლებით, ქვეყანაში 2030 წლისთვის 6 მილიონამდე ახალი ელექტროქარი იმოძრავებს.