LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღიმილი მილიარდ დოლარად და 75 დოლარის ღირებულების კომბინეზონი – 33 წლის რიანას ფოტოები აუზიდან

244
page

როგორც ცნობილია, 33 წლის რიანა მილიარდერი და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი გახდა. „ფორბსის“ ინფორმაციით, ვარსკვლავის ქონება 1.7  მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი თეთრეულის კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური კარიერით მიღებულმა შემოსავალმა.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი ბოსტნეულს თავად არჩევს – „შანელის“ პიჯაკში გამოწყობილი რიანა საყიდლებზე დაცვის გარეშე გადაიღეს

სულ ცოტა ხნის წინ ბარბადოსელმა ლამაზმანმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ის აუზში პოზირებს. მას წითელი, ლატექსის კომბინეზონი აცვია, რომლის ღირებულებაც 75 დოლარია. მორიგ ფოტოსესიაში მან ამავე ფერის ღია საცურაო კოსტიუმი მოირგო და ფასებიც მიუთითა, რიანას „ლუქის“ ღირებულება სულ რაღაც 65 დოლარია.

 

View this post on Instagram

 

A post shared by badgalriri (@badgalriri)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები