„რა თქმა უნდა, ურთულესი იყო ჩემი ოჯახის ყველა ტკივილი, ჩემი სისხლის და ხორცის, ჩემი მეგობრების ამ ქვეყნიდან წასვლა, რამდენი ვინმე დავკარგეთ…“ – ამის შესახებ ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა, ნანი ბრეგვაძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.
21 ივლისს უდიდეს ქართველ მომღერალს, 88 წელი შეუსრულდა. აღნიშნული თარიღი კი ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა, უახლოესი ადამიანების გარემოცვაში, საზღვაო კურორტზე აღნიშნა.
ლეგენდარული ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე 88 წლის გახდა.
სწორედ ამ თემაზე ისაუბრა ნანი ბრეგვაძემ გამოცემასთან:
„რომ მეუბნებიან, ასე და ისე გამოიყურებიო, ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მიკვირს. გეფიცებით, ისეთს არაფერს ვაკეთებ. თუ მართლაც კარგად გამოვიყურები, ალბათ, იმიტომ, რომ არ მიყვარს ბევრი ჭამა. მთელი ცხოვრება ასე ვარ. ორი წლის წინ ძალიან გამხდარი ვიყავი, რის გამოც ჩემი მეგობრები წუხდნენ, ეშინოდათ, რამე ხომ არ მჭირდა. უცებ დავიკელი, რაც წლოვანების ბრალი იყო. შემდეგ უფრო გემრიელად ჭამა დავიწყე, მოვსუქდი, ორი კილოგრამის მომატება მეყო, რომ შევცვლილიყავი“ – ამბობს მომღერალი.
მისი თქმით განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია მასში ქართველი ფეხბურთელების წარმატებამ:
„კარგის იმედით უნდა ვიყოთ! ხომ ხედავთ, როგორი ახალგაზრდები გვყავს, მაგალითად მარტო ფეხბურთის წარმატება გვეყოფა. ახლაც რომ გესაუბრებით, სულ მაჟრიალებს. ამ ახალგაზრდებმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრეს. მერე რა, რომ ის ერთი თამაში წავაგეთ, ნუ დაგვავიწყდება, რომელ ქვეყანასთან! ეს წაგებაც არ იყო, რადგან იმ ქვეყანასთან ითამაშეს, რომელიც მსოფლიოში გამარჯვებული გახდა. მინდა კარგს მოვესწრო, უკვე ძალიან დიდი ხნის ვარ. დიდი ბედნიერებაა, ახალგაზრდა რომ ხარ. მომავალს სულ იმედის თვალით გაჰყურებ და აბა, მოხუცს რა ფიქრები უნდა გქონდეს? საზღვარგარეთ ანდერძს ადრევე წერენ, მე არაფერიც არ დამიწერია. ზოგჯერ ჩემებს რაღაცებს ვეუბნები. როცა წავალ, ბევრი ტირილი საჭირო არ არის, ძალიან მოწესრიგებული და დავარცხნილები უნდა ისხდნენ“- ამბობს მომღერალი.
ნანი ბრეგვაძის თქმით, მისთვის მთავარი ჯილდო ხალხის სიყვარულია:
ვისთან ერთად ჩააქრო ნანი ბრეგვაძემ საიუბილეო ტორტი – რა კადრებს გვიზიარებს ფუფა გოგლიძე
„კი ბატონო, მეც ძალიან მინდა ვიცოცხლო. ღმერთს სულ ვთხოვ, კიდევ ორი წელი ვიცოცხლო-მეთქი… ამასობაში 88 წლამდე მოვედი. თუ 90 წლის გავხდები, აი, მაშინ კი აღვნიშნავ განსაკუთრებულად… ჯერჯერობით ხერხემალზე მაქვს პრობლემა, თორემ დანარჩენი არაფერი მტკივა, ჯანმრთელად ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი გასაგიჟებელი ქვეყანა, თქვენ, ვინც ამხელა სიყვარულს და ბედნიერებას მჩუქნით“ – ამბობს ნანი ბრეგვაძე.