LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დავითიანი: „პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობ პლეხანოვზე, იტალიურ ეზოში გაზრდილი ბიჭი. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ისეთებიც ვიცი, ვისაც საუკეთესო ადგილებში ჰქონდათ ბინები, აგარაკები და უტვინო ნაბიჯების გამო დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან…“

521
გია დავითიანი

მომღერალი გია დავითიანი ფულის თემაზე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავად მიაღწია, რადგან მფლანგველი არ არის:

„იყო მატერიალურად კარგი პერიოდი, იპოთეკური სესხი დავიხმარე და ბინა შევიძინე, რომელშიც ახლა ვცხოვრობ. ზუსტად იმიტომ, რომ შემოსავალს რაციონალურად ვხარჯავ, ახლა ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობ პლეხანოვზე, იტალიურ ეზოში გაზრდილი ბიჭი. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ისეთებიც ვიცი, ვისაც საუკეთესო ადგილებში ჰქონდათ ბინები და აგარაკები, ცხოვრება, ქონება და უტვინო ნაბიჯების გამო დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. მე ასე თუ ისე სიამაყის გრძნობა მაქვს, ბევრი რამ შევძელი ჩემი შრომით. აგარაკიც მაქვს, მოგეხსენებათ, ალბათ, ჩემი ბროწეულას შესახებ, კარგი მანქანაც მყავს და რაც მინდოდა, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. საწყალ მამაჩემს არაფერი დაუტოვებია…

ცხოვრებაში ბევრი მძიმე წუთი გადავიტანე, ასე აეწყო, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს კარგი შვილები, კარგი მეუღლე და თავს კარგად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობა უფალს…“

ვიდეო: „საოცარ მუსიკას ქმნის“ – გია დავითიანის ემოციური შესრულება

ვიდეო: გია დავითიანის მეუღლე იუბილარია – კადრები დაბადების დღიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g