პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე “დაგეგმილ პროვოკაციას” უწოდებს იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე მას გინებასა და მუქარაში ადანაშაულებს.
დეპუტატი მომხდარის გამოს აზოგადოებას ბოდიშს უხდის:
“როგორც საუბრის ბოლო ჩანაწერი გამოაქვეყანა, ისევე შეუძლია გამოაქვეყნოს ჩანაწერის პირველი ნაწილი, საიდანაც საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს და მოისმენს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანის რეალურ მიზეზს. მსგავსი ტიპის პროვოკაცია მერაბ ღოღობერისძისგან არც პირველია და არც უკანასკნელი, მის პიროვნებაზე მეტყველებს მის მიერ განვლილი ცხოვრება. კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო, თითეულ ქართველს, ჩემს ამომრჩევლებს და თანამოქალაქეებს, ღრმა პატივისცემა და პასუხისმგებლობა მინდა გამოვხატო თქვენს წინაშე”, — წერს ვახტანგაძე
https://www.facebook.com/GDMukhranVakhtangadze/posts/2377654719216545?__xts__[0]=68.ARC3mi_VCvQof40SJ1FaR6J_ZYol452bqYMj3E1Mj_EayYyg365f-tCAzZOwfSoSlCOUxD0-XzB3yMdjIwEjoC6qqWbN-cGrpxYJG4GHqofUNEXH200wRbr5wJ48ox-mvKNhhWdMnjcCSKjG-HgsAasneMDU6sqHUESarkSiQILPXcnQGDz8FY9uw2V6kHyO2aqHt-w64Rf1D0zFym84-NxAf_oKVVwlwfzH8kCS983sOVa84dZAdKdheOIdtRC2G9tX_A68j5jb9Yv4fjisMqlqRmyldfXKtx2P3FdrmwJCY5YTtlNbeaJ46F3BxCpcbjNe_1mfTZ5okWTWte1GTeSb&__tn__=-R
“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას ბათუმის მაჟორიტარმა, მუხრან ვახტანგაძემ დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მერაბ ღოღობერიძემ სატელეფონო ზარი ფეისბუქ ლაივში ჩართო. ვიდეოში ისმის გინება ოჯახის წევრების მისამართითაც.
ღოღობერიძის განცხადებით, მოხმდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ დაწყებულია ფაქტის შესწავლა.