ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აზიარებს ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ფაიზერმა“ კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი დააანონსა, რომელიც ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს და წერს:
„ფარმაკომპანიებმა დაიწყეს ახალი პაექრობა (ისე, კარგია ჩვენთვის, რაც უფრო ბევრი არჩევანი იქნება, ფასიც მით უფრო დაბალი იქნება)
✅გუშინ იყო “მერკის” ახალი კოვიდპრეპარატი, დღეს უკვე „ფაიზერმა” გამოაცხადა, რომ მათაც აქვთ ახალი კოვიდწამალი. ცნობისათვის, მალე კიდევ 5 დიდი ფარმაკომპანია გამოაცხადებს თავიანთ სიახლეებს.
✅როგორც წინასაახალწლოდ გაცნობეთ, 2021 წელი იქნება კოვიდ ვაქცინების და კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების წელი და აგერ, ბატონო❗️
✅მაგრამ სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალოთ?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ❗️
✅საქართველოში უკვე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა/წამალი, გერმანიაში შექმნილი, ამერიკაში დამზადებული, სახელად – ფაიზერის ვაქცინა! დროზე აიცერით!..“