გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ბევრ რამეს შეცვლიდა:
„ძალიან მადლიერი ვარ უფლის ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან უმადური ვარ საკუთარი ნაბიჯების, რაც აქამომდე გადამიდგამს. ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში, ალბათ, მინიმუმ, სამი შვილი მეყოლებოდა. დანარჩენი, დიდება უფალს, მხოლოდ მადლიერებას ვგრძნობ მის წინაშე…“