LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე ბარბარობაზე: “ბებიაჩემი გამოაღებდა საქათმეს და გასძახებდა: “ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი”…

447
17f7b4bf70314584f59676bd5e7152b0

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ბარბარობის დღესასწაულის გურულ ტრადიციაზე წერს.

“იმ უხსოვარ წლებში, ზუსტად ამ დროს, როცა ვიძინებდი, უკვე ზეპირად ვიცოდი ხვალინდელი დილა. ამინდი აუცილებლად იქნებოდა მოწყენილი – მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია და ოდნავ ცივა.

ბებიაჩემი გამოაღებდა საქათმეს და ხმამაღლა გასძახებდა: “ასი დედალ, ასი მამალ, ასი მისი მოჩხოროზი” მგონი სამჯერ თუ ოთხჯერ ამბობდა, საგანგებოდ ამ დღისთვის შემონახულ სიმინდს მოფანტავდა და კმაყოფილი სახით ბრუნდებოდა ოთახში. ახლა საქათმე ცარიელია, ბებიაჩემი მზე რომ ღრუბელს მღვრიედ ატყვია, იმ ღრუბლის მიღმა და ის დილაც თხრობითღა მახსოვს – ვერ ვიმეორებ. არადა ბარბარობა დადგა”.

17 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g