LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიული ალასანია: ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში” – ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს

204
მიშა და გიული

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მის შვილს ყველა საჭირო კვლევა ჩაუტარდება.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში თავმდგომად დედის შესვლას ითხოვს – ეკა ხერხეულიძე

„გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა.

ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ.

ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში”. კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ… დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას და ჩვენს გაგვაგებინებენ“, – თქვა გიული ალასანიამ.

კითხვაზე – რჩება თუ არა ძალაში ოჯახის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, გიული ალასანიამ ასე უპასუხა: “რჩება, თვითონ ექიმების დასკვნი საფუძველზე. ეს ჩემი აკვიატება არ არის”, – თქვა მან.

magti 5g