LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პანდემია გველის წინ, თუმცა გამორიცხული არც ეს არის“ – რას წერს მაია ბუწაშვილი

150
მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რატომ გამოაცხადა ჯანმომ მაიმუნის ყვავილი გლობალური საგანგებო მდგომარეობად.

„ორი დღის წინ ჯანმომ მაიმუნის ყვავილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა. 2020 წლის იანვარში ანალოგიურად გამოცხადდა კოვიდი, რომელმაც მარტში უკვე პანდემიის კვალიფიკაცია მიიღო.

„მოსახლეობას ვამშვიდებ, საპანიკო არაფერია… ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

ამან გარკვეული მღელვარება გამოიწვია. რა თქმა უნდა, გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პანდემია გველის წინ, თუმცა გამორიცხული არც ეს არის (სადღეისოდ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 16 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული, 5 ლეტალური გამოსავალი).

გლობალურ საფრთხედ გამოცხადების მიზანი ძირითადად არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა მეტად მოახდინონ მობილიზება და გადავიდნენ მზადყოფნის რეჟიმში, კერძოდ, გააუმჯობესონ ეპიდზედამხედველობა, იმუშაონ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე დაგეგმონ და განსაზღვრონ ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფები და ა.შ.

ასეა თუ ისე, მაიმუნის ყვავილს ბევრად უფრო მომზადებული ხვდება მსოფლიო, ვიდრე ეს კოვიდის შემთხვევაში იყო.

არსებობს ვაქცინები, ასევე ანტივირუსული მედიკამენტები, ვირუსის შესახებ ბევრად მეტია ცნობილი და შესაბამისად, პრევენციაც უფრო ადვილია.

პანდემიების გარეშე სამყაროში ცხოვრებას გისურვებთ“. – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

„თუ არის ცხელება, გამონაყარი, ევროპაში მოგზაურობის ისტორია, სასურველია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

შეგახსენებთ, საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოს კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული – რას ამბობს “ჯანმოს” წარმომადგენელი “მაიმუნის ყვავილზე”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g