LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე – მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი

147
რომან გოცირიძე სააკაშვილი

იუსტიციის მინისტრის განცხადება არის არაჰუმანური – მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას.

სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი და ჩართოს მკურნალობის პროცესში: რატი ბრეგაძე

გოცირიძის თქმით, არსებობს მოვლენების ისე განვითარების რისკი, რომელიც ქვეყანას შეარყევს.

„კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული იარების, რაც დღემდე შეხორცებული არ არის და თავს გვახსენებს, იმ შეცდომის გამეორების პირობებს ქმნის. მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ მოიქცნენ ადამიანურად.

მიბაძონ სხვა ქვეყნებს. პარლამენტში ახსენეს იულია ტიმოშენკო, რომელიც ასევე იქნა სამკურნალოდ გერმანიაში გადაყვანილი, დააყენონ პრიორიტეტად ადამიანის სიცოცხლე და არა ბიძინა ივანიშვილის მიზნები, ცეცხლს ეთამაშებიან!“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის შეთავაზება “სასაცილოა”, რადგან დასავლურ კლინიკაში მკურნალობა ერთია და იქიდან ექიმის ჩამოყვანა სხვა.

„რატომ დადიან მინისტრები და დეპუტატები, მათი ოჯახის საზღვარგარეთ სამკურნალოდ? მაშინ იმკურნალონ აქ თბილისში”, – განაცხადა გოცირიძემ.

ხერხეულიძე: აქციის გამართვას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ – სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკისგან იყოს დისტანცირებული

„იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“ – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

ვოლსკი სააკაშვილზე: ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე უკვე სუნიც აუვიდა, ისეთ მდგომარეობაშია, ახლა თურმე, სასამართლოში უნდა მიიყვანონ, ამას სხვა არაფერი შეიძლება დავარქვათ, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია

ნინო კვიტაიშვილი: „ფაქტობრივად, „ვივამედის” ექიმებმა დღეს დაამსხვრიეს ხელისუფლების მხრიდან ხელოვნურად შექმნილი მითი, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და პარტია მანიპულირებს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g