მომღერალი გოგა მესხი ჟურნალ „თბილისელებთან“ ფინანსებთან დამოკიდებულების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ უყვარს ფულის დაგროვება.
გოგა მესხი:
ფულის შეგროვება და შენახვა შემიძლია. ადრე აჩემება მქონდა, ორლარიანებს ვაგროვებდი, სხვა ხურდა ფულს არ ვურევდი. ჩემი ყულაბა რომ გაივსო, იმდენი მქონდა მოგროვებული, რომ იაპონიაში მანქანა შევუკვეთე (იცინის). ალბათ, 10 წლის წინ მოხდა ეს ამბავი და მშვენიერი მანქანა ჩამომიყვანა მეგობარმა (იცინის). ასე რომ, მფლანგველი არ ვარ, მიზნებს ვისახავ და ვასრულებ კიდეც…“
გოგა მესხი: „მეორედ რომ დავოჯახდი, მაშინ გაიგო ხალხმა, რომ პირველ მეუღლეს დავშორდი…“