LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგიტა გეგელაშვილი: „ტვინის უნივერსალური მკვებავი არ არსებობს, ჯერ არ გამოუგონებიათ – რაც არსებობს, ვითომ „მკვებავი“, ეს არის გარკვეული ფარმაცევტული ინდუსტრიის ხრიკებისა და რეკლამირების შედეგი არასაჭირო მედიკამენტებზე

752
გოგიტა გეგელაშვილი

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ტვინი იყოს მოწოდების სიმაღლეზე? – აღნიშნულ კითხვას გადაცემაში „ახალი დღე“ ნევროლოგმა, გოგიტა გეგელაშვილმა უპასუხა.

ნევროლოგი ამბობს, რომ ტვინის უნივერსალური მკვებავი არ არსებობს:

„ხშირად მოგვმართავენ ექიმებს, რომ რამე გამოვუწეროთ ტვინის მკვებავი, რომ მომავალში ალცაიმერი არ დაემართოთ. ყველაზე დიდი შეცდომაა, როდესაც ექიმს სთხოვ ტვინის მკვებავის დანიშვნას.

ტვინის უნივერსალური მკვებავი არ არსებობს, ჯერ არ გამოუგონებიათ. რაც არსებობს, ვითომ „მკვებავი“, ეს არის გარკვეული ფარმაცევტული ინდუსტრიის ხრიკებისა და რეკლამირების შედეგი არასაჭირო მედიკამენტებზე, რომლებიც მილიონობით იყიდება ყველა ქვეყნის ბაზარზე.

ოღონდ კულტურულ ქვეყნებში, ამას პირდაპირი კონტაქტით აკეთებენ, როგორც კვების დანამატს და ჩვენთან ხშირად წამლის სმოკინგშია გამოწყობილი პრეპარატი და საერთო ჯამში არაფრის გამკეთებელი არ არის.

იხარჯება მილიონები ამაში. ტვინის მკვებავი არ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს მაგალითად ვიტამინის დეფიციტი, ვიტამინის მიღება არის ყველაზე კარგი ტვინის მკვებავი, ოღონდ ეს უნდა მოხდეს მიზნობრივად და არა ზოგადად ისე, რომ „კარგია რომ სვა წამალი“, – ამბობს გეგელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g