„ქუჩის ბიჭების“ წევრი, გურამ ლომიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (8 სექტემბრის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი იყო მისი ცხოვრება 90-იან წლებში და როგორ მიუძღვნა ცხოვრება მუსიკას:
„იყო პერიოდი, როცა ბირჟა, ქუჩა და ძველბიჭობა იყო მოდაში და რასაკვირველია, პატარა ბიჭები აყოლილი ვიყავით იმ ცხოვრებას. მაშინ რუსთავში ვცხოვრობდი, რომელიც იმ პერიოდისთვის კრიმინალური ქალაქი იყო. მეც არ ვიყავი არავისზე ნაკლები და გარდატეხის ასაკში, როცა ჩემი მეგობრები დაიჭირეს, ჩემმა მშობლებმა, გზას რომ არ ავცდენოდი და მეც ციხეში არ მოვხვედრილიყავი, გამარიდეს იმ გარემოს და სოფელ ახალდაბაში, დედაჩემის დედ-მამასთან მომიწია გადასვლამ…“