გურამ შეროზია ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს საინტერესო შემთხვევას, რომელიც „ტინდერზე“ გაცნობილ გოგონასთან გადახდა.
პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენია?
კი, ინდოეთში. ტინდერზე ვნახე გოგო კონკრეტული ფოტოებით და პაემანზე მის ნაცვლად საერთოდ სხვა ადამიანი მოვიდა. ვეკითხები, შენ ვინ ხარ-მეთქი. მიხსნის, მე ის ვარ, მაგრამ აქ ცუდი სახელი აქვთ გოგოებს, რომელიც ასე ხვდებიან ბიჭებს, ამიტომ ჩემს ფოტოებს ვმალავ და სხვისი გამოგიგზავნე, თუ მოგწონვარ, მოგწონვარ, აქ ვარო. ძალიან გავბრაზდი. მე დრო გამოვყავი იმ გოგოსთვის, რომელიც ფოტოებში ვნახე და პაემანზე საერთოდ სხვა მოვიდა. მთელი ლექცია ჩავუტარე (იცინის). პაემანი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. ფაქტობრივად, „მაბოლებდა“. როგორია, ვიღაც ატეხილი კაცი ვგონივარ, რომელიც ნებისმიერ გოგოზე თანახმაა. ვიზუალურად მართლა იმაზე ლამაზი იყო, ვიდრე იმ ფოტოებზე აღბეჭდილი გოგო, მაგრამ მე იმასთან მქონდა პაემანი, ამიტომაც გავბრაზდი და უკან მივაბრძანე.