LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვარამიას ხუჭუჭა შვილის სიხარულმა გამახარა.. დანარჩენი ტალახის ზელა, რაც სოცქსელში იღვრება, მინდა მალე გაილიოს, ერთი მხრიდან პრეზიდენტის უბინძურესი ლანძღვა, მეორე მხრიდან გაავებული ნიშნისმოგება“ – ნათია ფანჯიკიძე

674
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ და წერს, რომ „შეწყალების ეს ფაქტი ყველა ჩვენგანისთვის კარგია, რადგან როგორც ქვეყანას, მომავალი ერთი გვაქვს“.

ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია

„სიხარულის ყურება მიყვარს, განსაკუთრებით ბავშვების. გვარამიას ხუჭუჭა შვილის სიხარულმა გამახარა. ბიჭები თან მოუქნელები რომ არიან ჩახუტებაში და საჯარო ჩახუტებამ მოუწია. დანარჩენი ტალახის ზელა, რაც სოცქსელში, სხეულებრივი დასწრების გარეშე უბარიეროდ იღვრება, მინდა მალე გაილიოს. ერთი მხრიდან პრეზიდენტის უბინძურესი ლანძღვა, მეორე მხრიდან გაავებული ნიშნისმოგება.

„სალომე ზურაბიშვილს „ქოცისგან“ და „ნაცისგან“ განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის – მივესალმები ჩვენს ბანაკში…“ – გია ხუხაშვილი

ყველა მხარემ რომ შეძლოს ემოციის გარეშე ფაქტის აღქმა, რაღაცას, ყველასთვის სასარგებლოს, უფრო ჯანსაღად მივიღებდით.

შეწყალების ეს ფაქტი ყველა ჩვენგანისთვის კარგია, რადგან როგორც ქვეყანას, მომავალი ერთი გვაქვს, რომელსაც ან ვიზეიმებთ, ან ერთად დაგვენგრევა და უკან დაგვრჩება ჩვენი წვრილმანი ეგოების ბრახაბრუხი.

ვიდეო: გვარამიას შეწყალების შემდეგ „მთავარი არხის” წამყვანებმა დიკო ჯოჯუამ და პაატა იაკობაშვილმა ემოციები ვერ შეიკავეს

გვარამიას შეწყალების შემდეგ „მთავარი არხის” წამყვანებმა დიკო ჯოჯუამ და პაატა იაკობაშვილმა ემოციები ვერ შეიკავეს

შორიდან ემოციის გარეშე ხედავენ ფაქტებს და “ოპოზიციური არხის დირექტორი მანქანაში ცოლის ჩასმის გამო დააპატიმრეს” – არანორმალურად წარმოგვაჩენდა.

წვრილმანია ყველა სუბიექტური გრძნობა იმასთან შედარებით, რომ ჩვენ ახლა, ისტორიის ამ გზაჯვარედინზე უკეთეს მომავალში უნდა ჩავდგათ ფეხი.

პოლიტპატიმრის შეწყალება, ის, რომ სასამართლომ უსამართლოდ სამსახურიდან გაშვებული ხალხის მხარე დაიჭირა და სხვა, ყველა, თუნდაც მცირე წვრილმანის შეკრება, შეგროვება, რაც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს, უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ამოცანა მთავარი მიზნისთვის, მიუხედავად იმისა, ვის ვინ მოსწონს და ვის ვინ სძულს. საკუთარი მომავლის ვინმეს ჯინაზე ნგრევა ყველაზე კომიკურია ჩვენს ნაკლებსაამაყო ეროვნულ თვისებათა შორის“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

magti 5g