ბექჰემების ოჯახში არსებული დაძაბულობა კვლავ გრძელდება და ამჯერად ის სიმბოლურ დეტალებშიც აისახება.
ბრუკლინ ბექჰემმა მშობლების პატივსაცემად გაკეთებული ტატუ მოიშორა. პარალელურადა ამისა კი სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მისმა უმცროსმა ძმამ, რომეომ, კისრის უკანა მხარეს ახალი ტატუ გაიკეთა წარწერით Family (ოჯახი), რაც ბევრმა მიმდინარე კონფლიქტზე ირიბ მინიშნებად აღიქვა.
„გზავნილი დაუნახავ ძმას“, – ასე შეაფასეს მედიაში რომეოს ქმედება.
„დევიდმა და ვიქტორიამ სხვადასხვა ემოცია გადაიტანეს, სევდა, იმედგაცრუება… ისინი ახლა ამ სიტუაციასთან გამკლავების პროცესში არიან“, – აცხადებს წყარო.
ოჯახში არსებული განხეთქილება უკვე თვეებია მიმდინარეობს, თუმცა დევიდი და ვიქტორია ამ ეტაპზე საჯარო კომენტარებისგან კვლავ თავს იკავებენ.
ბრუკლინ ბექჰემმა მამის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ მოიშორა – მედიაში ფოტოები ვრცელდება
ბრუკლინ ბექჰემმა დედის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ გადაიკეთა



