ჰავაიში ფეხით მოსიარულეებს გაჯეტების გამოყენება აუკრძალეს. უფრო ზუსტად კი აკრძალვა ქალაქ ჰონოლულუს მკვიდრებს შეეხებათ და თუკი ისინი გზის გადაკვეთისას, ანუ ე.წ. „ზებრა“ გადასასვლელზე ყოფნისას ელექტრონულ მოწყობილობას გამოიყენებენ, საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ახალი კანონი ძალაში ოქტომბრის თვიდან შევა და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სიახლე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები სიახლეს ძალიან ნეგატიურად შეხვდნენ და ის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის მცდელობად შეაფასეს.