აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა და თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს კანონის თანახმად, თვითმკვლელობის უფლება აქვს.
იან კელის შეფასებით, ეს ღრმად უპასუხისმგებლო განცხადებაა.
„როგორი ამაზრზენი და ღრმად უპასუხისმგებლოა მთავრობის მეთაურის ნათქვამი,“- წერს იან კელი „ტვიტერზე.“
What a disgusting and deeply irresponsible thing for a head of government to say.
— Ian Kelly (@ikelly731) October 29, 2021