LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე: დღეს ვემშვიდობებით ყველასათვის საყვარელ პიროვნებას, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა ბურდულს

86
1

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსახიობ ელგუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

პატრიარქის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

“დღეს ვემშვიდობებით ყველასათვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონ ელგუჯასთვის ლოცვის ძალა”, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

შეგახსენებთ, მსახიობი ელგუჯა ბურდული 5 მარტს გარდაიცვალა. 

ელგუჯა ბურდული 2021 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. იყო 5 სხვადასხვა ორგანიზაციისა და ჯგუფის წევრი, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირია.

 

magti 5g