UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ქართველი ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას 9 თებერვალს სიდნეიში გამართავს.
სუპერ მსუბუქი წონის დივიზიონში ალექსანდრე თოფურიას მეტოქე ავსტრალიელი კოდი ჰადონი იქნება, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების სხვადასხვა დივიზიონში შვიდი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს.
ვიდეო: ილია თოფურია თავის გოგონასთან ერთად ცეკვავს – ჯორჯინა უზკატეგუი თბილ კადრებს გვიზიარებს
ილია თოფურია თავის გოგონასთან ერთად ცეკვავს – ჯორჯინა უზკატეგუი თბილ კადრებს გვიზიარებს
რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, 28 წლის მებრძოლს სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით ექვს ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე ხუთი მოგება და ერთი მარცხია. უფროსი თოფურია ბოლოს 2023 წლის მაისში ჯონ სეგასს დაუპირისპირდა და ნოკაუტით სძლია. თოფურიასა და ჰადონის ბრძოლა UFC 312-ის ეგიდით გაიმართება.
ილია თოფურიას დედა სალომე ზურაბიშვილს: „დიდი მადლობა პრეზიდენტს ასეთი თბილი მიღებისთვის, მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო ქვეყნის პირველი პირისთვის წიგნის – „დედა და ილია“ გადაცემა“
„მნიშვნელოვანი და სიმბოლური იყო წიგნის „დედა და ილია“ გადაცემა ქვეყნის პირველი პირისთვის რომელმაც ჩემი შვილი ღირსების ორდერით დააჯილდოვა“ – წერს ინგა ბენდელიანი-თოფურია.