ილონ მასკი აცხადებს, რომ გეგმავს სრული მეურვეობის მოთხოვნას მისი და ეშლი სენტ-კლერის ერთი წლის ვაჟზე, რომულუსზე. Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელმა ამის შესახებ X-ზე დაწერა. ყოველივე ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაირკვა, რომ სენტ-კლერი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა.
„დღესვე შევიტან განაცხადს სრული მეურვეობის მოთხოვნით, სენტ-კლერის განცხადებების გათვალისწინებით, რომლებიც მიანიშნებს, თითქოს შესაძლებელია ერთი წლის ბიჭის გენდერული ტრანზიცია.“
„ილონ მასკი მისი და სენტ-კლერის ერთი წლის ვაჟზე სრული მეურვეობის მოპოვებას გეგმავს, რადგან დედას შვილის ქალად ტრანსფორმაცია განუზრახავს“, – აცხადებს წყარო.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რომელი განცხადებები ჰქონდა მასკს მხედველობაში. არც მასკის და არც სენტ-კლერის წარმომადგენლებს Page Six-ის შეკითხვებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ
ცნობისთვის ილონ მასკს უკვე ჰყავს ტრანსგენდერი შვილი, ვივიენ უილსონი, რომელთანაც არანაირი კონტაქტი არ აქვს.
ილონ მასკის მე-14 შვილის დედა აცხადებს, რომ სიღატაკის ზღვარზეა
ილონ მასკი „მომავლის საცხოვრებელ კომპლექსს“ აშენებს, რომელშიც ყველა შვილს და მათ დედებს მოუყრის თავს

