LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ილონთან სტუმრობისას ავტოფარეხში მიწევს ძილი“ – მეი მასკის მოულოდნელი აღიარება

248
page

მილიარდერი ილონ მასკის შესახებ არაერთი უჩვეულო ინფორმაცია გავრცელებულა, რამდენიმე თვის წინ მან განაცხადა, რომ მას სახლ-კარი არ აქვს და ღამის გასათევად მეგობრებთან რჩება.

სულ ცოტა ხნის წინ კი ილონის დედამ, მოდელმა მეი მასკმა The Times-თან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ტეხასში, ილონის სახლში სტუმრობისას ავტოფარეხში სძინავს ხოლმე.

„ილონთან სტუმრობისას ავტოფარეხში მიწევს ძილი. რაკეტების გაშვების ადგილას მდიდრული სახლი ვერ გექნება“, – აცხადებს მეი.

მეიმ დასძინა, რომ ილონი ქონების ფლობითა და მატერიალური ნივთებით არაა დაინტერესებული.

„ამ ეტაპზე სახლიც კი არ მაქვს, მეგობრებთან ვრჩები“ – მილიარდერი ილონ მასკის მოულოდნელი აღიარებების კასკადი

„მისით სულაც არ ვამაყობ“ – ილონ მასკის მამა მიიჩნევს, რომ მისი შვილი პატარა ბიჭივით იქცევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები