LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედია 100 ხმა ვერ მოგროვდება.. პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს!“ – რა არგუმენტებს ასახელებს ვახუშტი მენაბდე

132
Untitled design (34)

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს.

საკითხს მენაბდე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს!

შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:

  1. პრეზიდენტი განასახიერებდა ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მოქმედებდა მათი ევროპული არჩევანის დასაცავად;
  2. ის მიჰყვებოდა კონსტიტუციით დადგენილ საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, საკუთარი ვიზიტებით მხარს უჭერდა მას;
  3. ქვეყნის პირველი პირი საკუთარი მოქმედებით არ ეწინააღმდეგებოდა მმართველი გუნდის ოფიციალურ საგარეო კურსს;
  4. სალომე ზურაბიშვილს არ დაუზარალებია ქვეყანა, მეტიც, როგორც ეს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, ამ შეხვედრებს პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა ევროკავშირში;
  5. სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო, დააზარალებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ხელს შეუშლის 78-ე მუხლით დასახული მიზნის მიღწევას.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურდა, ეს ფაქტი პარლამენტს არ ბოჭავს მიიღოს მისი თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება. როგორც სასამართლო წერს საკუთარი გადაწყვეტილების ბოლო შემაჯამებელ პუნქტში: “პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ ავალდებულებს პარლამენტის წევრებს იმპიჩმენტურ ვერდიქტს დაუჭირონ მხარი. პოლიტიკური მიზანშეწონილობით საკითხის გადაწყვეტისას მათ უნდა იმოქმედონ იმპიჩმენტის იდეისათვის შესატყვისი პოლიტიკური კრიტერიუმებით და ამის შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება.”

პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი არ უნდა დაუჭიროს!

შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:

1. პრეზიდენტი…

Posted by Vakhushti Menabde on ორშაბათი, 16 ოქტომბერი, 2023

იმედია 100 ხმა ვერ მოგროვდება,“ – წერს ვახუშტი მენაბდე.

 

„პრეზიდენტის მხარდამჭერთა შორის მის მიერ დანიშნული მოსამართლეცაა.. იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო.. „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს“ – ვახუშტი მენაბდე

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა

„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს

მერაბ ტურავა: „არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“ 

ვიდეო: „როგორც ყოველთვის, კარგი“ – ზურაბიშვილი პასუხობს, რა განწყობა აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე

თეონა აქუბარდია: „ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს“

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი ისეთივე პროდასავლელია, როგორც ლევან ხაბეიშვილი ან გუბაზ სანიკიძე

პრეზიდენტი – მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას

პოპულარულები