LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

197
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით – 1984 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ი.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g