LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდირა ჯგერნაია: „ბევრი აღნიშნავდა, რომ ეკრანზე ცოტა პუტკუნა, დაბერებული ვჩანდი. მერე მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა…“

874
ინდირა ჯგერნაია

მომღერალი ინდირა ჯგერნაია თავის მოვლის საკითხებზე ჟურნალ „სარკის“ შეკითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ ჟღალ თმაზე უარი იმის გამო თქვა, რომ რთულია მოსავლელი იყო:

„ჟღალი თმა დიზაინერებმა შემირჩიეს, მაგრამ ძალიან რთული მოსავლელი იყო. ხშირად მოითხოვდა შეღებვას, თანაც, ყველაფერი უნდა შემეხამებინა – სამოსი, ჩანთა… ბოლოს დავიღალე და ჩემს ბუნებრივ ფერზე გადავედი…“

ინდირა ჯგერნაია ამბობს, რომ სატელევიზიო მაკიაჟიც შეცვალა:

„ბევრი აღნიშნავდა, რომ ეკრანზე ცოტა პუტკუნა ვჩანდი. მერე მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა, ეკრანზე მაკიაჟი შევცვალე. დატვირთულ მაკიაჟს აღარ ვიკეთებდი. სახეზე არაფერი მაქვს ისეთი, ტონალური კრემით რომ დავფარო…“

ინდირა ჯგერნაიასთან ვრცელ ინტერვიუს „სარკის“ 22 იანვრის ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g