ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს კულინარიულ შოუში მონაწილეობაზე და აღნიშნავს, რომ როცა შია, ცუდ ხასიათზე დგება:
„ჯეოსტარშიც“ კი მარინა ბერიძეს ვაკვირვებდი, მეუბნებოდა, ასე ნაჭამმა როგორ უნდა იმღეროო. მე კი ვერ წარმომიდგენია, მშიერმა როგორ უნდა ამოვუშვა ის ნოტები, რომლებიც სიმღერისთვის არის საჭირო. ერთხელ მშიერმა ვიმღერე და გული წამივიდა“, აღნიშნავს ინდირა და დასძენს: „ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა მშია, ამიტომ პროექტში მუშაობისას სულ იყო ის მოთხოვნა, ინდირას არ მოშივდეს, ყავა დაალევინეთ, რომ ხასიათი გამოუსწორდესო…“