LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდირა ჯგერნაია: „ზოგჯერ ისეთ შიმშილს გამოვუცხადებ ხოლმე ჩემს თავს, შეიძლება, ორი დღე გავიდეს და საჭმელი არ ვჭამო, მხოლოდ ყავაზე ვიყო და მესამე დღეს შევჭამო ვაშლი…“

163
ინდირა ჯგერნაია

ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარი მკაცრი დიეტის შესახებ საუბრობს და ჟურნალს უმხელს, რატომ დაიწყო ვარჯიში:

„ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ ეკრანზე ვნახე ჩემი თავი და ისეთი დიდი ვჩანდი, კინაღამ გული გამისკდა. მაგრამ ეგ არაფერი, მიუღწეველი არაფერია. ახლა მინუს რვა კილოგრამი ვარ, მაგრამ ისევ ვაგრძელებ ვარჯიშსაც და შესაბამისად, კვებასაც. ვცდილობ, ორგანიზმი ტონუსში მქონდეს, რადგან დიდი ენერგია მჭირდება და რაც მთავარია, მინდა, თავს ჯანსაღად ვგრძნობდე. ეს მარტივი არ არის – გადაღების დროს ბევრი გემრიელობის გასინჯვა მიწევს, მაგრამ თუ შეეცდები, სწორი მიმართულება აიღო, შეუძლებელი არაფერია.

ბევრჯერ მომხვედრია თვალში სათაურები „ინდირას დიეტა“…

„ფეისბუქზე“ რომ დავწერ ხოლმე რამეს, მერე ჟურნალისტები უნებართვოდ ანიუსებენ. არ არსებობს არანაირი ინდირას დიეტა. ინდირა იკვებება საკუთარი სისხლის ჯგუფის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. შეუძლებელია, მეც და სხვა მონაცემების მქონე ადამიანსაც ერთი და იგივე პროდუქტები გვეხმარებოდეს შედეგის მიღწევაში. მე ვიცი ჩემი პრობლემა და ვიცი, როგორ უნდა მოვაგვარო ის. ვიწყებ ვარჯიშს, წყლის აუცილებელი დოზითა და საკვების ჩემთვის საჭირო ბალანსით მიღებას და ასე შემდეგ. სხვას ვერაფერს ვურჩევ. ზოგჯერ ისეთ შიმშილს გამოვუცხადებ ხოლმე ჩემს თავს, შეიძლება, ორი დღე გავიდეს და საჭმელი არ ვჭამო, მხოლოდ ყავაზე ვიყო და მესამე დღეს შევჭამო ვაშლი, მერე კი კიდევ ორი დღე ვიშიმშილო – ამას, რა თქმა უნდა, არავის ვურჩევ, მაგრამ მე შემიძლია და ვაკეთებ. თუ ჩემს თავს გავუბრაზდი, მორჩა, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები