LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში დაგეგმილი ვირტუალური ქორწილი წარმატებით შედგა და „სტუმრებს“ შორის პატარძლის გარდაცვლილი მამაც იყო

221
Screenshot 2022-02-08 234059

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ინდოელი წყვილი აიძულა ოცნების ქორწილი ვირტუალურ სამყაროში გადაეტანა. ღონისძიების გასამართად თამილ ნანდუში მცხოვრებმა წყვილმა „მეტავერსის“ ტექნოლოგია გამოიყენა.

ქორწილს 3000-ზე მეტი „სტუმარი“ ესწრებოდა და მათ შორის იყო დედოფლის გარდაცვლილი მამაც, რომლის 3D ავატარიც ღონისძიების დაწყებამდე შექმნეს.

გარდა ამისა, სტუმრებს შორის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მეგობრები და ოჯახის წევრებიც იყვნენ. გამოცემა livemint-ის ინფორმაციით, ღონისძიება მხოლოდ 2 საათი გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ წყვილი „ჰარი პოტერის“ დიდი გულშემატკივარია, ამიტომ ქორწილი ჰოგვორსტის თემატიკით დაიგეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები