თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ირაკლი მაჭარაშვილი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდა. იგი სწავლას University of Missouri-ში განათლებაში მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
ასევე, ირაკლი მიიღო University of Maryland-მა და Erasmus University Rotterdam-მა. თუმცა მან University of Missouri-ში სწავლის გაგრძელება არჩია.
ირაკლი მაჭარაშვილი: „მჯერა, მომავლის განათლების ჩამოყალიბებაში მონაცემთა მეცნიერება, სტატისტიკა და ხელოვნური ინტელექტი უდიდეს როლს ითამაშებს, უკეთესობისკენ შეცვლის სწავლების მეთოდოლოგიებს და გააუმჯობესებს სწავლის შედეგებს. ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება, რომლის საფუძვლებსაც თავისუფალ უნივერსიტეტში გავეცანი. თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ დავინტერესდი განათლებით და კარიერა დავუკავშირე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში მომუშავე კომპანიებს, სწავლის გაგრძელების პარალელურად. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა ლექტორის და რეკომენდატორის, რომელიც ამ გზაზე ბევრჯერ დამეხმარა“.
მარიამ ხარაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე აშშ-ში, Columbia Business School-ში ისწავლის
რატი გაბუნიამ New Mexico-ს უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა – ის აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის
ქართველი გოგონა ტარტუს უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თორნიკე გოლიაძემ ბარსელონაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა
ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა
„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის
ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის
ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა