დრამა, ვიქტორია და დევიდ ბექჰემებსა და მათ უფროს ვაჟს, ბრუკლინს შორის არ ცხრება. ამჯერად კონფლიქტში საჯაროდ ჩაერთო ბრუკლინ ბექჰემის მეუღლის, ნიკოლა პელტცის ყოფილი სტილისტი, ჰოლივუდში ცნობილი, ჯასტინ ანდერსონი.
ანდერსონი ნიკოლასთან მუშაობდა ფილმის მეოთხე „ტრანსფორმერების“ პრეს-ტურის დროს. მათი თანამშრომლობა სკანდალით დასრულდა. მსახიობმა მაშინ განაცხადა, რომ სტილისტმა თმის გაღიავებისას თმა „დაუწვა“. ამის შემდეგ ანდერსონმა საჯაროდ უწოდა ნიკოლას „მონსტრი“ და პირობა დადო, რომ მასთან აღარასდროს ითანამშრომლებდა.
ახლა, ბრუკლინ ბექჰემის ხმაურიანი აღიარებების ფონზე, რომლებშიც მან მშობლები საჯაროდ გააკრიტიკა, ჯასტინ ანდერსონმა ვერ შეიკავა თავი. საკუთარ სოციალურ ქსელებში მან აღნიშნა, რომ ძალიან განაწყენდა, 26 წლის ბრუკლინის საჯარო შეტევით ვიქტორიასა და დევიდ ბექჰემებზე.
სტილისტის აზრით, ბრუკლინს ამ ნაბიჯისკენ სწორედ მეუღლემ უბიძგა. ანდერსონი დარწმუნებულია, რომ ბრუკლინმა ვერ გააცნობიერა, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მის სიტყვებს:
„რატომ უნდა გააკეთო ეს? მე ვიცი, რატომ მოხდა ეს. აშკარად ვიღაცამ წააქეზა, – საჯაროდ თქვი რაღაც მშობლებზე და ცუდად წარმოაჩინე ისინი, რადგან მე არ მინდა ბოროტმოქმედად გამოვჩნდეო. პრობლემა ისაა, რომ როცა ამას საჯაროდ ამბობ, უკან ვეღარ წაიღებ სიტყვებს. ნიკოლას ძალიან ცუდი ენერგეტიკა აქვს. როდესაც გავიგე, რომ ნიკოლა და ბრუკლინი ქორწინდებოდნენ, გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ეს ამ ოჯახს კარგს არაფერს მოუტანს“, – წერს ანდერსონი.
მან ასევე აღიარა, რომ წლების შემდეგაც არ შეუცვლია აზრი ნიკოლა პელტცზე და მას კვლავ „არასასიამოვნო, ტოქსიკურ და მონსტრ“ ადამიანად მიიჩნევს.
ცნობისთვის, ჯასტინ ანდერსონი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური სტილისტია. მას უმუშავია ისეთ ცნობილ სახეებთან, როგორებიც არიან მაილი საირუსი, კელი ოსბორნი, ჯენიფერ ენისტონი, კეტი პერი და სხვები… 2014 წელს ის ნიკოლა პელტცის „ქოლორისტი“ იყო „ტრანსფორმერების“ პრეს-ტურის პერიოდში, სადაც პელტცმა როლი შეასრულა.
ცნობილი ხდება ვიქტორია ბექჰემის რეაქცია უფროსი ვაჟის სკანდალურ ბრალდებებზე


