ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკის კიდევ ერთი ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ გარნერი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებას დაესწრნენ. ორივე ვარსკვლავი სცენაზე წამყვანის როლში გამოჩნდა და ყურადღება მიიქცია შთამბეჭდავი, სხეულზე მომდგარი კაბებით.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე სცენაზე იმყოფებოდა, თანაც წამყვანის ამპლუაში, მათ ერთად ფოტო არ გადაუღიათ.
როგორც წყარო იუწყება, მათ შორის „არანაირი დრამა არ არსებობს“ და ისინი ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობაში არიან.
„ისინი კარგად ეწყობიან ერთმანეთს, პრობლემები არ აქვთ. უბრალოდ არ სურთ, რომ დაჯილდოებაზე ერთად პოზირებით ზედმეტი ტაბლოიდური სათაურები შექმნან. ეს უხერხული იქნებოდა და ბავშვებისთვისაც არასასიამოვნო“, – ამბობს წყარო.
ინსაიდერის თქმით, ლოპესი და გარნერი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს შვილების გამო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ემმა და ფინი ძალიან ახლო მეგობრები არიან.
„დარწმუნებული ვარ, ისინი კვირაში ერთხელ მაინც ხვდებიან ერთმანეთს და ტელეფონითაც ხშირად საუბრობენ“, – აღნიშნავს წყარო.
ჯენიფერ გარნერი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიას 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ბოლოს ის ღონისძიებას 2013 წელს დაესწრო, მაშინ ჯერ კიდევ ბენ აფლეკის მეუღლე იყო.
ფოტო/ვიდეო: „ოქროს გლობუსის“ 2026 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ექსების კლუბი“ – ჯეი ლო, ჯენიფერ გარნერი და გვინეტ პელტროუ დამეგობრდნენ



