ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის უფროსმა ქალიშვილმა, 19 წლის ვაიოლეტმა მამის ექს-მეუღლესთან, ჯეი ლოსთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტა. სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ინსაიდერის განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ვაიოლეტი თავს გამოყენებულად, „პაიკის როლში“ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ჯეი ლო მასთან მეგობრულ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებდა, რათა განქორწინების შემდეგ, ბენთან რაიმე ტიპის კავშირი ჰქონოდა.
„ვაიოლეტმა თავი გამოყენებულად იგრძნო და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჯეი ლოს გულწრფელობა. ის ახლა უკვე ხვდება, რომ ჯეი ლო მასთან მხოლოდ ბენის გამო ინარჩუნებდა კავშირს, ამიტომ, ამ ეტაპზე ყველანაირი კონტაქტი გაწყვეტილია“, – აცხადებს წყარო
აღსანიშნავია, რომ ჯეი ლოს ბენ აფლეკის შვლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ის განსაკუთრებულ კავშირს სწორედ ვაიოლეტთან გრძნობდა. მას შემდეგაც, როცა „ბენიფერის“ განშორების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ჯეი ლი ვაიოლეტი ერთად ბევრჯერ დააფიქსირეს. თუმცა როგორც ჩანს, ახლა ყველაფერი დასრულებულია.
შეგახსენებთ, 21 თებერვალს, ჯეი ლოს და ბენ აფლეკი ოფიციალურად განქორწინდნენ.
სუპერ დედინაცვალი – ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკის შვილებთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს


