LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში პიცა ყველაზე მეტად სარდინიელებს უყვართ

89
kristina-bratko-np11tkjxj7s-unsplash

იტალიაში პიცას ყველაზე ხშირად პატარა სარდინიულ ქალაქში, ალეგროში ითხოვენ. დასახლებაში ყოველ 150 ადამიანზე თითო პიცერიაა გათვლილი. მთლიანობაში ალეგროში პიცას 300-მდე ობიექტი ამზადებს და ბევრი მათგანიდან საყვარელი კერძი კლიენტებისთვის პირდაპირ სახლებში მიაქვთ. ალეგროში პიცის შეკვეთის მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე იტალიის ნებისმიერ სხვა ქალაქში.

პიცის პოპულარობით მეორე ქალაქი ფოსანო (კუნეო) აღმოჩნდა და მესამე ადგილს ჩიტა-დი კასტელო (პერუჯა) იკავებს.

ცოტა ხნის წინ მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პიცა უფრო მეტ დამოკიდებულებას იწვევს, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკვები. ამ მაჩვენებლით მან შოკოლადს (შოკოლადი მეორე ადგილზეა), ჩიფსებს (მესამე), ჩიზბურგერს (მე-7) და კარტოფილ ფრისაც (მე-6) გადაუსწრო.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თუკი ცდისპირები პიცას მიირთმევდნენ, გაჩერება ძალიან უჭირდათ. უფრო მეტიც, ზოგიერთს პიცაზე უარის თქმა უნდოდა, თუმცა ეს ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები