LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში “შეყვარებულების თაღი” ვალენტინობის ღამეს ჩამოინგა

102
ქირიას NEWS შაბლონი (4)

იტალიაში, ვალენტინობის ღამეს, ცნობილი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა – „შეყვარებულთა თაღი“ ჩამოინგრა. პოპულარული ლოკაცია ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეგიონში, Apulia-ში, ქალაქ Melendugno-ს მიმდებარედ იყო განთავსებული.

კლდოვანი წარმონაქმნი, რომელსაც „შეყვარებულთა თაღს“ უწოდებდნენ, წლების განმავლობაში ათასობით ტურისტს იზიდავდა. ის განსაკუთრებით პოპულარული იყო წყვილებს შორის და ხშირად ვალენტინობის დღესთან ასოცირდებოდა. რეგიონის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლდე 14 თებერვლის ღამეს ძლიერი ამინდისა და შტორმის შედეგად ჩამოიშალა.

რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სანაპირო ზოლზე მიმდინარე კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აჩქარებს ეროზიის პროცესს. მათი განცხადებით, ისეთი ბუნებრივი ცვლილებები, რომლებიც წარსულში საუკუნეებს საჭიროებდა, ახლა გაცილებით მოკლე დროში ხდება.

რეგიონის ინფრასტრუქტურისა და მობილობის საკითხებში მრჩეველმა, Raffaele Piemontese-მ, განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილება და ექსტრემალური ამინდის გახშირება სანაპირო ზოლების სტაბილურობას სერიოზულად აზიანებს. მისი თქმით, ეს ვითარება მოითხოვს მუდმივ მონიტორინგს, პრევენციულ ღონისძიებებსა და გრძელვადიან დაგეგმვას.

ხელისუფლება გეგმავს სანაპირო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა გამოვლინდეს ყველაზე მოწყვლადი მონაკვეთები და დაცული იყოს როგორც ლანდშაფტი, ისე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება და ტურისტული პოტენციალი.

როგორც რეგიონში აცხადებენ, სანაპიროების დაცვა ნიშნავს ადგილობრივი თემების, ეკონომიკისა და იმ უნიკალური ბუნებრივი ხედების დაცვას, რომლითაც Apulia მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები